სამხრეთ კავკასიაში შვეულმფრენის მომზადების პროგრამა პირველად საქართველოში იწყება

თბილისი (BPI) – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში საავიაციო უნივერისტეტისთვის  შვეულმფრენის სიმულატორი დამზადდა.

შესაბამისად, პირველი თანამედროვე შვეულმფრენის სიმულატორი პილოტის პირველად მომზადებას ემსახურება.

ეს არის სასწავლო აღჭურვილობა, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაიარონ პრაქტიკული სწავლება და შეისწავლონ შვეულფრენის მართვა.

ამ დრომდე შვეულმფრენის პილოტის მომზადების პროფესიული პროგრამა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში არ არსებობდა.

„სამხრეტ კავკასიაში ამ სიმულატორის ანალოგი არ არსებობს, ამ დრომდე საქართველოში ვერ ვამზადებდით შვეულმფრენის პილოტებს და ძირითად შემთხვევაში მსურველები უკრაინაში გადიოდნენ პროფესიულ კურსებს. ახლა შევქმენით შვეულმფრენის პილოტის მოსამზადებელი პროფესიული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 2 წლიანი სწავლების შემდეგ საქართველოში მომზადებული პროფესიონალები გვეყოლება,“ – გიორგი ინასარიძე, საავიაციო უნივერისტეტის რექტორის მოადგილე საფრენო მომზადების დარგში.

ამ ეტაპზე დასრულდა სიმულატორის დაინსტალირება უნივერისტეტში, ლიტველი ექსპერტი ანდრეი სიდორენსკისი შვეულმფრენს ბოლო ტესტირებას უტარებს და სასწავლო პროგრამისთვის ამზადებს: „ეს არის სასწავლო კურსის ძირითადი და ყველაზე მნიშველოვანი ნაწილი.  სიმულატორი აღჭურვილია ყველა იმ პროგრამით და ხელსაწყოებით, რაც რეალურ შვეულმფრენის მართვის დროს გამოიყენება. სიმულატორის მეშვეობით სტუდენტის პირველადი მომზადება ხდება  და იგი პრაქტიკულად სწავლობს მართვას.“

შვეულმფრენის პილოტის მოსამზადებელი პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულებს დასაქმება საქართველოში მოქმედ ყველა ავიაკომპანიებში და ასევე პარტნიორ უცხოურ კომპანიებში შეეძლებათ.

პროფესიულ პროგრამაზე სტუდენტების მიღება დაწყებულია და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს 16 მილიონი აშშ დოლარის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.