სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე, სესხების გალარება კვლავ შესაძლებელია – რომელ ბანკში გაალარეს ყველაზე მეტი

თბილისი (BPI) –  გალარების პროგრამის ფარგლებში ბანკებისთვის, 1 სექტემბრის მდგომარეობით (01.09.2017), 245.8 მლნ ლარია გაცემული (www.nbg.gov.ge/index.php?m=304; ცხრილი M2.4)

გალარების 2-თვიანი პროგრამის ფარგლებში $78.8 მლნ-ის  5 600 სესხი გალარდა. ბანკებმა თავისთვის და მ/ო-ებისთვის,  რესურსი, სავალუტო რეზერვებიდან, სებ-ისგაან,  ₾/$ ოფიციალურთან შედარებით, 20 თეთრით დაბალი გაცვლითი კურსით მიიღეს. პროგრამის ფარგლებში მსესხებელი გათავისუფლებული იყო წინასწარ დაფარვის საკომისიოსა და ქონების რეგისტრაციის მოსაკრებლისგან.

სესხების გალარება კვალავაც შესაძლებელია, მაგრამ სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე. მოხსნილია სესხის წინასწარ გადახდის 2%-იანი საკომისიო. 

65 მლნ-ით სუბსიდირებული ერთჯერადი პროგრამა,  მთავრობამ 2016 წლის მიწურულს, თამბაქოს და საწვავის აქციზის გაძვირებასთან ერთად დაანონსა,  როცა გაცვლითი კურსი $1/2.7₾-ის ფარგლებში იყო.

ცვლილებები რამდენიმეპუნქტიანი გეგმის ფარგლებში წარმოადგინეს,  100 000₾ -მდე სავალუტო დაკრედიტება შეიზღუდა და მ/ო სთვის  თამასუქებზეც შეზღუდვა დაწესდა.  online დაკრედიტების  აკრძალვის ვერსია  კი მოგვიანებით დაკორექტირდა.

გალარების პროგრამაში მონაწილე ბანკები,კონვერტირებული სესხების  რაოდენობის მიხედვით:

1 ვითიბი ბანკი
2 რესპუბლიკა           
3 თიბისი ბანკი 
4 ბანკი ქართუ           
5 საქართველოს ბანკი            
6 ფინკა ბანკი
7 პროკრედიტ ბანკი         
8 ბაზისბანკი

წყარო: კომერციული ბანკები