სახელმწიფო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 1000-ზე მეტ სტუდენტს სწავლას დაუფინანსებს

თბილისი (BPI) – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 1000-ზე მეტ სტუდენტს 2017-2018 წლებში სწავლას დაუფინანსებს.

მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი უკვე დაამტკიცა.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ სტუდენტები, რომელთა ოჯახებმაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის გადმოწევის, მავთულხლართების გავლებისა და სხვა ბარიერების აღმართვის შედეგად ქონებრივი ზიანი მიიღეს და რომლებიც ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლობენ.

2013 წელს, სამინისტროს მიერ – 471, 2014 წელს – 586, 2015 წელს – 736, 2016 წელს კი 905 სტუდენტი დაფინანსდა, ხოლო მიმდინარე სასწავლო წელს, სამინისტრო 1000-ზე მეტ სტუდენტს დააფინანსებს.