საგზაო ინფრასტრუქტურის რეიტინგში საქართველო 77-ე ადგილზეა

თბილისი (BPI) – საგზაო ინფრასტრუქტურის ხარისხის რეიტინგში საქართველო 77-ე ადგილზეა.

რეიტინგი მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა და მასში სულ 136 ქვეყანაა შესული.

რეიტინგი ქვეყნებში გზების ხარისხს განსაზღვრავს.

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ექსპერტებმა რეიტინგის შედგენისას გაითვალისწინეს საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და ხარისხობრივი მაჩვენებელი.

რეიტინგში არაბეთის გაერთიანებული საემიროები ლიდერობს, მეორე ადგილზე მოხვდა სინგაპური, მესამეზე კი – ჰონგ-კონგია. ათეულში შედინ ჰოლანდია, იაპონია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, პორტუგალია და დანია.

ბოლო ადგილზე მადაგასკარი მოხვდა, რაც შეეხება რუსეთს, ის 121-ე ადგილზეა, უკრაინა – 132-ე, სომხეთი 80-ე, აზერბაიჯანი – 49-ე, თურქეთი – 28-ე,  ყაზახეთი – 106-ე.