საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინოებიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა “ქინძმარაულზეა”

თბილისი (BPI) – საექსპორტო ბაზრებზე ქართული ადგილწარმოშობის ღვინებოდან “ქინძმარაული” ლიდერობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით,  ადგილწარმოშობის ღვინოებიდან 2017 წლის 8 თვეში ექსპორტზე 7 752 470 ბოთლი „ქინძმარაული“ გავიდა, წითელი ღვინო „მუკუზანი“ – 2 478 937 ბოთლი და თეთრი მშრალი ღვინო „წინანდალი“ – 1 959 406 ბოთლი.

ყველაზე მოთხოვნადი ადგილწარმოშობის ღვინოების ხუთეულში შედის ასევე წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ახაშენი“ – 861 185 ბოთლი და წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“ – 451 034 ბოთლი.

„ტვიში“ – 172 358, „ნაფარეული“ – 121 986.

საანგარიშო პერიოდში, საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,3 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 100 მლნ აშშ დოლარს აღემატება.