საბანკო დაკრედიტება გაიზარდა

თბილისი (BPI) – საბანკო დაკრედიტების ზრდა აჩქარებულია.

მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე სებ-ის ახალი მიმოხილვის თანახმად, ბანკების პორტფელის ზრდაა 19.7 %(Y.Y),  შარშან სექტემბრისთვის იყო  6.9%.

ბიზნესის დაფინანსებაზე ზრდის მხოლოდ 1.9% მოდის, 14.5% საცალო სესხების წილია (2016 წ- 1.6%; 3.9%).

სექტორის მიმოხილვა მოიცავს სესხების დინამიკას, მოცულობის, სექტორების მიხედვით, განაკვეთების ტრენდს. მისი ნახვა ყველასთვის შესაძლებელია https://www.nbg.gov.ge/index.php?m=652&lng=geo

ეროვნულმა ბანკმა საფინანსო და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციებზე დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნება ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის დაიწყო.