საავიაციო ნავთის იმპორტი ოქტომბერში გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტი ოქტომბერში გაიზარდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 12,3 ათასი ტონა, რაც 4,3 ათასი ტონით მეტია სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით.

საქართველოში სააავიაციო ნავთის ძირითადი იმპორტიორი თურქმენეთია. იმპორტიორ ქვეყნებს შორისაა საბერძნეთი და აზერბაიჯანი.