რუსეთის დუმა მთავრობას მარცვლეულის დაბალი ფასის გამო მოსალოდნელ კატასტროფაზე აფრთხილებს

თბილისი (BPI) – რუსეთის სახელმწიფო დუმას მარცვლეულის ბაზარზე არსებული მდგომარეობა აწუხებს. დუმა აგრალურ კომიტეტს სთხოვს გაარკვიოს რა ინფორმაცია აქვს მთავრობას მარცვლეულის ბაზარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო ბაზარზე მარცვლეულის დაბალი ფასით შეშფოთებული ფრაქცია კომუნისტების დეპუტატები მთავრობისაგან სამოქმედო გეგმის წარდგენას ითხოვენ.

როგორც news.rambler.ru წერს, ნოემბრის დასაწყისისთვის რუსეთში 125 მილიონი ტონა ხორბლის მოსავალი ანუ ჰექტარზე საშუალოდ 30 ცენტნერი აიღეს.

“ეს რეკორდული მოსავალია, თუმცა ეს ფაქტი ბაზარზე ხორბლის გაიაფების მიზეზი გახდა, რაც შესაძლა ამ სექტორში დასაქმებული მცირე და საშუალო მეწარმეების გაკოტრების მიზეზი გახდეს”, – ნათქვამია სახდუმის დეპუტატების მიმართვაში, რომელიც აგრარულ კომიტეტში უკვე გადაგზავნილია. “რეკორდულმა მოსავალმა ვერ მოხსნა გლეხობის პრობლემები. მათ ხარჯზე მხოლოდ სპეკულანტები და გადამყიდველები მდიდრდებიან, ვერ გვარდება აგრალური სექტორის გადაიარაღებაც”, – აცხადებენ დეპუტატები