რომელ ქვეყანაში ღირს ყველაზე იაფი Big Mac-ი

თბილისი (BPI) – BIG MAC-ი ყველაზე იაფი უკრაინაში ღირს, ყველაზე ძვირი შვეიცარიაში.

BIG MAC-ის ფასთან დაკავშირებით კვლევა საკონსულტაციო კომპანია “გამამ” ჩაატარა. როგორც კომპანია აღნიშნავს,  კვლევის თანახმად, 2017 წლის, BIG MAC-ის ინდექსის მიხედვით,  შვეიცარიაში BIG MAC-ი 16.71₾ ღირს, ყველაზე იაფი კი უკრაინაში და 4,22₾.

აშშ – 12,55 ₾, ბრაზილია – 11,90₾, შოტლანდია – 11,58₾, კანადა – 11,45₾, ესპანეთი – 10.76 ₾; იაპონია – 8,64₾, საქართველო 7,15₾, მექსიკა – 5,88₾, რუსეთი – 5,10₾.

კომპანია „მაკდონალდსი” ითვლის 33 000-ზე მეტ კვების ობიექტს 119 ქვეყანაში, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან 52 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

საქართველოში მაკდონალდსის პირველი რესტორანი თბილისში, 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა. მაკდონალდს საქართველო ახლა უკვე 12 რესტორნითა და 1000-ზე მეტი დასაქმებული ადამიანით ოპერირებს.