რომან გოცირიძე ვარაუდობს, წელს ინფლაცია სებ-ის #1 სადარდებელი იქნება

თბილისი (BPI) –  ეროვნული ბანკის მთავარი გამოწვევა წელს ინფლაციის მოთოკვა იქნება. 8%-ზე მიახლოების რისკზე რომან გოცირიძემ,  სებ-ის წლიური ანგარიშის (2016 წ) საპარლამენტო განხილვაზე აღნიშნა. თქვა, რომ ინფლაცია სებ-ის №1 სადარდებელი იქნება.

მიაჩნია, რომ 8%, 7%-იანი ინფლაცია საშუალო ფენის მქონე ჩვენი ქვეყნისთვის უკვე დარტმყაა. ამასთან ინფლაციის არსებული ტრენდის შენარჩუნების იმედი გამოთქვა.

ეროვნული ბანკის (სებ)  პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საპარლამენტო გამოსვლისას დეპუტატების კითხვებს უპასუხა და აღნშნა, რომ 6.6%-მდე მომატებულ მაჩვენებელში 25.8% -იანი წვლილი საწვავზე მოდის. 6.6%-ში საწვავის გაძვირებიდან მომდინარე ინფლაცია 1.7% -ია.

გვენეტაძე მპკ -ის 14 ივნისის გადაწყვეტილებასაც შეეხო, რეფინანსირების განაკვეთი შენარჩუნების მიზანშეწონილობაზე, რაც ინფლაციური მოლოდინების შემცირებით ახსნა. წინა სხდომების გადაწყვეტილებებისგან განსხვავებით, როცა მოლოდინების  მოსათოკად  რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა.

სებ-ის წლიურ ანგარიშს  უმცირესობამ და უმრავლესობამ მხარი ერთხმად დაუჭირა. დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარეებმა და დეპუტატებმა მიიჩნიეს, რომ ანგარიში სებ-ის მუშაობას სრულად ასახავს.