რომან გოცირიძე ბანკებისთვის მიკროკლიმატის შექმნა არ მოსწონს

თბილისი (BPI) –  ბანკებს არაფერი ჭირს, კარგად არიან,  – სებ-ის პრეზიდენტმა  საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე უპასუხა ექსპრეზიდენტს, რომელიც 2 მლრდ-მდე შიდა ვალის ზრდაში სებ-ის  როლსაც ხედავს.

რომან გოცირიძე არ ამართლებს  სებ-ის მიდგომას  „კომერციულ ბანკებს რამდენიც დასჭირდებათ იმდენს მივცემთ“, რაც მისი ანალიზით მთავრობასთან შეთანხმებულია, რომელიც სექტორს მიკროკლიმატს უქმნის.

სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი  მთავრობისთვის სებ-ის  მიერ  მუდმივად კვერის დაკვრის  მავნე პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებას. მას არცერთი ყვითელი  ბარათი  არ ახსენდება. მისი თქმით,  ყველაფერი კი 2103 წლის  ბოლოდან დაიწყო, დეკემბერ-იანვარში სებ-ის 490 მლნ-იან ინტერვენციიდან, რომელიც მიჩუმათდა, ამას მოყვა მოკლევადიანი სესხების დაგრძელვადიანება”,  ბოლოს კი  ხაზინის ფულის დეპოზიტზე განთავსება (2017 წლის 5 ივლისი), რომელიც 3-თვინი ვადით დაანონსდა და  უვადოდ გადაიქცა.  აღნიშნულმა  ფულადმა ნაკადებმა  შიდა ვალი 2 მლრდ-მდე გაზარდა.

კობა გვენეტაძემ კიდევ ერთხელ ახსნა რომ რეფინანსირების  და სადეპოზიტო ინსტრუმენტებით  მოკლევადიანი  ლიკვიდობა იმართება და კურსზე გადაცემის ეფექტი გამორიცხულია. კოომერციუილი ბანკი კი იღებს რეფინანსირების სესხს მაგრამ სებ-ის დადგენილი პროცენტით, რაც  ინფლაციის თარგეთთან მიახლოებას უზრუნველყოფს. ასე რომ დისბალანსი გამორიცხულია.