როგორი იქნება ენგურჰესზე მოწყობილი ტურისტული ზონა (ვიდეო)

თბილისი (BPI) – ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

ტურისტურლი ინფრასტრუქტურა 157 ჰექტარზე მოეწყობა და მოიცავს შემეცნებით და აღმოჩენათა ცენტრს, გაკეთდება საბაგირო გზა, სამუზეუმო საინფორმაციო ცენტრი, მოეწყობა საკონფერენციო სივრცეები, სანაოსნო ინფრასტრუქტურა. აქვე იქნება მსოფლიოში ყველაზე მაღალი, 280 მეტრიანი ლიფტი.

სამშენებლო სამუშაოების საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 50 მილიონი ლარი იქნება და როგორც პრემიერი ამბობს, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება პოტენციურ კერძო ინვესტორებთან. მთლიანობაში პროექტის განხორციელებისთვის 5 წელი სახელდება. წინასწარი გათვლებით, ტურისტული ზონა წელიწადში 400 ათასამდე ტურისტს მიიღებს.