რობოტების გამო 800 მლნ ადამიანი სამსახურს დაკარგავს

თბილისი (BPI) – 2030 წლისთვის რობოტიზაციის გამო, შესაძლოა, 800 მლნ-მდე სამუშაო ადგილი გაქრეს. როგორც უცხოური მედია წერს, რობოტების გამო 800 მლნ-მდე ადამიანი უმუშევარი დარჩება, რაც საერთო, გლობალური სამუშაო ზალის 20%-ის ექვივალენტია.

დასკვნამდე McKinsey & Co-ს ექსპერტები მივიდნენ, რომლებმაც რობოტიზაციაში მიმდინარე მოვლენები და სამომავლო შედეგები დეტალურად გაანალიზეს. კომპანიის ინფორმაციით, სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრებათ ადამიანებს განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას.

კვლევების მიხედვით, სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრებათ ძირითადად დაზგებთან მომუშავეებს და ასევე იმ პირებს, როლებიც სწრაფი კვების ობიექტებში არიან დასაქმებულნი.

McKinsey & Co-ში აცხადებენ, რომ თუ კი რობოტიზაციის არსებული ტემპი რაღაც მიზეზების გამო შენელდება, სამსახურის გარეშე მაინც 400 მლნ ადამიანზე მეტი დარჩება.