RMG-ი თანამშრომლებს “სპექტრთან” თანამშრომლობით გადაამზადებს

თბილისი (BPI) – RMG-სა და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს კომპანიის თანამშრომლების გადამზადება.

მემორანდუმის თანახმად, RMG-ის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით, კოლეჯი „სპექტრი“ და მისი აკადემიური პერსონალი კომპანიას მოკლე და გრძელვადიან სასწავლო პროგრამებს შესთავაზებს. პერიოდულად, სხვადასხვა პროფესიის თანამშრომლებს ტრენინგები საჭიროებიდან გამომდინარე ჩაუტარდებათ.
მიმდინარე წლის განმავლობაში 47 ელექტრიკოსი გადამზადდა.

გადამზადებულ თანამშრომლებს სერტიფიკატები გადაეცემათ.