ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო იყიდება

თბილისი (BPI) – ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის კვლავ რუსეთი ლიდერობს, სწორედ მასზე მოდის ქართული ღვინის გაყიდვების 63%.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან მსოფლიოს 45 ქვეყანაში ექსპორტირებულია 52.7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 63%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 116 მლნ აშშ დოლარის ღვინო, რაც 55%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (33 243 157), ჩინეთი (5537261), უკრაინა (5322683), ყაზახეთი (2044143) და პოლონეთი (1869852).

ექსპორტის მატებაა შემდეგ ქვეყნებში:

ჩინეთი – 44% (5537261),

რუსეთი – 95% (33243157),

უკრაინა – 54% (5322683),

პოლონეთი – 14% (1869852),

ლატვია – 36% (1141778),

ბელარუსი – 34% (1054994),

აშშ – 81% (346398),

გერმანია – 28% (286156),

ისრაელი – 305% (170834),

მონღოლეთი – 182% (112710),

საფრანგეთი – 321% (96790),

აზერბაიჯანი 102% (102 342) და სხვა.