ქვეყანაში ბიზნესისა და აკადემიური გარემოს თანამშრომლობა აუცილებელია 

თბილისი (BPI) – გლობალური კომპანიების კონკურენტუნარიანობისა და სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიური ლანდშაფტის ზრდის ფონზე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ბიზნესისა და აკადემიური  გარემოს თანამშრომლობის სარგებელი.

პრაქტიკა ადასტურებს, რომ პროფესორი და მეცნიერ-მკვლევარი, როგორც სფეროს ექსპერტი, წარმოდგენილია ფართო პოტენციალით, ინტელექტუალური რესურსით, კომერციული ფასეულობითა და ბიზნესის წარმატების  შესაძლებლობით.

დღეს, ყველა გამოწვევების წინაშეა მთავრობა, ბიზნესი და მეცნიერებაც. ამ გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია თანამშრომლობით, ურთიერთსასარგებლო პარტნიორული ურთიერთობებით. ამასთან, თითოეულ მხარეს ერთმანეთისადმი აქვს განსაზღვრული მოლოდინი და ურთერთსარგებლობის ინტერესი.

აკადემიური გარემოს მიერ  ბიზნესის კომერციულ წარმატებას განსაზღვრავს აკადემიური უნარ-ჩვევები და რესურსები. ხოლო თანამშრომლობის შედეგს ასახავს ინოვაციური პროდუქტების შექმნა, კონკურენტუნარიანობის ზრდა, ბიზნესის ჰორიზონტების ზრდა, ბიზნესის გაფართოება, მწარმოებლურობის ზრდა, ხარჯების ოპტიმიზაცია, რისკების  მინიმიზება, მოგების ზრდა.

მეცნიერ-მკვლევარებთან თანამშრომლობის  ფარგლებში ბიზნესი მიიღებს ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა:

  • კრეატიულობა, კვლევითი გამოცდილება და სამეცნიერო რესურსი;
  • ინოვაციური პროდუქტი, ცოდნა, იდეები, სტრატეგიული გეგმები, კვლევაზე დაფუძნებული პროექტები;
  • კორპორატიული პრობლემების გადაჭრის მეცნიერული მიდგომები და აკადემიური გადაწყვეტილებები;
  • კომპანიის სწრაფი ზრდა-განვითარების, კონკურენტუნარიანობის ზრდის, ახალი ბაზრების ათვისების მარკეტინგული მიდგომები და პროგრამები;
  • ბიზნესის პროფილის გაფართოება, კომპანიის იმიჯის ზრდა;
  • სამუშაო ძალის კვალიფიკაციისა და მწარმოებლურობის ზრდა;

აღსანიშნავია, რომ ბიზნესსა და აკადემიურ გარემოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ინგრედიენტი არ არსებობს.  პრაქტიკულად იგი დამოკიდებულია :

  • ბიზნესის მიერ აკადემიური რესურსის ფასეულობის გააზრებასა და აღქმაზე;
  • საერთო ინტერესებისა და საკომუნიკაციო მიდგომების არსებობაზე;
  • ბიზნესის მიერ აკადემიური რესურსის შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და ათვისებაზე, აკადემიური რესურსის უპირატესობის აღიარებასა და ღირსებების დაფასებაზე;
  • ფინანსური კლიმატის გაუმჯობესებაზე (როგორც აკადემიური გარემოსთვის, ისე ბიზნეს სექტორისათვის);

ბიზნესის მიერ აკადემიური რესურსთან  ურთიერთობა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი გზით:

  • სტრატეგიული დაგეგმვა, აკადემიური რესურსი, უნარ-ჩვევები და მოქნილი მართვა;
  • აკადემიურ გარემოსთან ინფორმაციის გაცვლა;
  • ლექციები, კონსულტაციები და კვლევები;
  • წიგნებისა და კვლევითი ნაშრომების გამოცემების დაფინანსება, რაც ზრდის კომპანიის იმიჯს ( როდესაც ბიზნესი აფინანსებს წიგნების გამოცემას, აღინიშნება კომპანიის დასახელება , რომელიც მათი რეკლამირების, პოზიციონირებისა და იმიჯის ზრდის საუკეთესო საშუალებაა);

ბიზნესსა და აკადემიურ გარემოს შორის თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს:

  • საერთო ხედვას, პარტნიორობის მიზნებსა და ამოცანებს;
  • ლიდერულ უნარ-ჩვევებს (რომელსაც შეუძლია აკადემიურ სექტორთან ურთიერთობა);
  • ინფორმაციისა და იდეების გაცვლის პლატფორმებს;
  • ხანგრძლივადიან პარტნიორობას, ანგარიშვალდებულებას, ღიაობას.

ბიზნესსა და აკადემიურ გარემოსთან  თანამშრომლობა რთული ამოცანაა, სადაც შეიძლება აღინიშნოს: ნდობის პრობლემა, ინტელექტუალურის საკუთრების დაცვა, პატენტის დაცვა, კოპირაითის დაცვა, პოტენციური სარგებლის მიღების გაურკვევლობა, წარმატებული პროდუქტის შექმნის დროის გაჭიანურება, სამუშაო დროის განსაზღვრის პრობლემა, ბიზნესსა და აკადემიურ პირებს შორის კომუნიკაციის პრობლემა და სხვა. თუმცა აღნიშნული ნაკლოვანებები ვერ აკნინებს პარტნიორობის უპირატესობასა და საჭიროებას.

კვლევებით დასტურდება, რომ თუ ბიზნესსა და აკადემიურ გარემოსთან თანამშრომლობა გახდება სავალდებულო წესი, უმნიშვნელოვანეს სარგებელს მოუტანს, როგორც ბიზნეს სექტორს ისე აკადემიურ გარემოს.

რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი