ქუმსიშვილი გამოსავალს დოლარიზაციაზე დამოკიდებულებიდან შემცირებაში ხედავს

თბილისი (BPI) – ლარის კურსზე მოსახლეობის დამოკიდებულება, ქვეყნის ეკონომიკის მაღალ დოლარიზაციაზე დამოკიდებულებიდან გამოსვლამდე არ შემცირდება.

ფინანსთა მინისტრმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ლარის მსყიდველობითი უნარი მასაც აწუხებს, როგორც მოქალაქეს, მთავრობის წევრს, რაც ავალდებულებს აუხსნას მოსახლეობას, თუნდაც მოკლევადიანი რყევების მიზეზი.

„მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლების ხელშესახები შემცირება გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ეკონომიკაზე მაღალი დოლარიზაციის გავლენა არ შემცირდება”, – განაცხადა დიმისრტი ქუმსიშვილმა.