ქუმსიშვილი: 2019-2020 წელს, ინდექსაციის მეთოდით, 20-20 ლარით პენსიები გაიზრდება

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინიტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პენსიის მომატების საკითხე ისაუბრა. განაცხადა, რომ 2019-2020 წელს, ინდექსაციის მეთოდით, 20-20 ლარით პენსიები გაიზრდება

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2019 წელს და 2020 წელს, ინდექსაციის მეთოდით, პენსიები 20-20 ლარით გაიზარდოს.”

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საპენსიო რეფორმასა და პენსიების ინდექსაციაზე. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად უახლოეს პერიოდში შევა. „ძალიან მალე პარლამენტში შემოვა კანონი საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით და აღნიშნულ კანონში იქნება საბაზისო პენსიაზე ინდექსაციის ჩანაწერი,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.