Qatar Airways ავიაკომპანია Cathay Pacific Airways-ის აქციების 9.61%-ს შეიძენს

ავიაკომპანია Qatar Airways ავიაკომპანია Cathay Pacific Airways-ის აქციების 9.61%-ს შეიძენს, რაც 378,188,000 აქციას გულისხმობს – ინფორმაციას ამის შესახებ Qatar Airways ავრცელებს.

„Qatar Airways-ი ძალიან კმაყოფილია, Cathay Pacific Airways-ში განხორციელებული ინვესტიციით. რადგან ეს არის ერთ-ერთი უძლიერესი ავიაკომპანია მსოფლიში და აქვს უდიდესი სამომავლო პოტენციალი“, -განაცხადა Qatar Airways-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აკბარ ალ ბაკერ საიდმა. მისივე განცხადებით, ეს ინვესტიცია ხელს უწყობს Qatar Airways-ის საინვესტიციო სტრატეგიას, რომელიც უკვე მოიცავს, 20% -იან ინვესტიციას International Airlines Group-ში, 10% -იანს ინვესტიციებს LATAM Airlines Group-ში და 49%-იან ინვესტიცია Meridiana-ში.