ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს

თბილისი (BPI) – ირანში, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქართველმა მოსწავლეებმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს და ორი მედალი მოიპოვეს.
დემირელის კოლეჯის მოსწავლემ გიორგი კლდიაშვილმა წლევანდელ მონაგარს კიდევ ერთი მედალი შემატა და ევროპის ოქროს მედლის შემდეგ, მსოფლიო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალიც დაიმსახურა.
გიორგი კლდიაშვილი უკვე რამდენიმე წელია ნაკრების წევრია და მას არაერთი მედალი და პრიზი აქვს აღებული სხვადასხვა ოლიმპიდaზე. ნიჭიერი ახალგაზრდის პირველი მსოფლიო წარმატება კი მეცხრე კლასიდან დაიწყო, როდესაც იგი ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა.
“მსოფლიო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2 ვერცხლი აიღო, გიორგი კლდიაშვილმა (დემირელის კოლეჯის მე-11 კლასი, მზიური) და ნიკა ბირკაძემ (კომაროვი, მე-9 კლასი, მზიური). 22 წელია მსოფლიო ოლიმპიადებზე ნაკრებს ვხელმძღვანელობ და ასეთი რთული ოლიმპიადა არ მახსოვს. ასე, რომ ეს შედეგი ძალიან კარგად შეიძლება ჩაითვალოს. ცხადია, როგორც ყოველთვის მეტი გვინდოდა, მაგრამ ეს ძალიან რთული და მაღალი დონის შეჯიბრებაა და აქ ასეთი შედეგის მიღწევა ნამდვილად საამაყოა”. – განაცხადა გუნდის ხელმძღვანელმა გოჩა მანდარიამ.
ივლისში ნაკრები ცენტრალური ევროპის ოლიმპიადაზეც მონაწილეობდა, სადაც ასევე მედლები დაიმსახურა. მალე ეროვნული ნაკრები კიდევ ერთ ოლიმპიადაზე გაემგზავრება, სადაც ნაკრებს კიდევ რამდენიმე მედლის აღების იმედი აქვს.