ქართული საექსპორტო პროდუქციის Top-10

თბილისი (BPI) – საექსპორტო ბაზრებზე ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება. “საქსტატის” მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 28,7%-ით გაიზარდა და 1,003 მლრდ დოლარს მიაღწია.

საექსპორტო პროდუქციათა ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს უკავია. სულ საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია, 170.1 მლნ დოლარის ამ კატეგორიის პროდუქცია. სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების წილი მთლიან ექსპორტში 17%-ია. მეორე პოზიციაზეა ფეროშენადნობების ექსპორტი 123.6 მლნ დოლარით, წილის ექსპორტში 12.3%-ით განისაზღვრება. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფია და ექსპორტმა 67.7 მლნ დოლარს მიაღწია, მთელი ექსპორტის 6.8%.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-მაისში 3,944 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.9%-ით მეტია.