ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 41%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – ქართულ პროდუქციაზე ევროკავშირის ქვეყნებში მოთხოვნა იზრდება.

“საქსტატის” მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში 2017 წლის იანვარ-მაისში ექსპორტირებულია 260 მლნ დოლარის პროდუქცია, რაც 40,7%-ით მეტია, ვიდრე 2016 წლის იანვარ-მაისში. საანგარიშო პერიოდში იმპორტმა 830.4 მლნ დოლარს მიაღწია, ზრდა ერთი წლის განმავლობაში 9.1%.

სულ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1,090 მლრდ აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3%-ით მეტია.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27.6%ი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 25.9% და იმპორტში 28.2%. ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 29.4%.