ქართული აგროპროდუქტების ექსპორტით ისარელი ინტერესდება

თბილისი (BPI) – საქართველოში წარმოებული აგროპროდუქტების საექსპორტო შესაძლებლობებით ისრაელი ინტერესდება.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში შაბთაი ცურის შეხვდა. შეხვედრის მიზანი ლევან დავითაშვილის ისრაელის რესპუბლიკაში კოლეგასთან – ური არიელთან ვიზიტის საორგანიზაციო საკითხების განხილვა იყო.

ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ებრაელ კოლეგასთან განიხილავს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობების საკითხებს.
ასევე, დაგეგმილია სამელიორაციო სისტემების, სასათბურე მეურნეობების ტექნიკური განვითარების მიმართულების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.