ქაან ურგანჯიოღლუმ Ay Yapim-თან კონტრაქტი გააფორმა

Related image

თბილისი (BPI) – ცნობილმა თურქმა მსახიობმა ქაან ურგანჯიოღლუმ, რომელივ Kara Sevda-ში განსახიერებული ემირ კოზჯუოღლუს როლის გამო პოპულარულობის ზენიტში იმყოფება, საპროდიუსერო კომპანია Ay Yapim-თან კონტრაქტი გააფორმა.

შესაბამისად ახალი სეზონიდან ქაან ურგანჯიოღლუ მაყურებლის წინაშე Ay Yapim-ის პროექტით წარდგება.

ამ დროისათვის უცნობია რომელ სერიალში ითამაშებს ქაან ურგანჯიოღლუ და ვინ იქნება მისი პარტნიორი. თუმცა კულუარული ინფორმაციით, ეს იქნება სერიალი სახელწოდებით «არასი“, სადაც მთავარ როლში 4 მსახიობი იქნება დაკავებული.

ქაან ურგანჯიოღლუ თურქეთში საკმაოდ პოპულარულია, რომელსაც უამრავი მთავარი როლი აქვს შესრულებული და თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მსახიობად ითვლება.

ქაან ურგანჯიოღლუ 1981 წლის 8 მაისს, იზმირში დაიბადა. საშუალო სკოლაც იზმირში დაამთავრა, მაგრამ სკოლის დასრულების შემდეგ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა, სადაც კოლეჯში სწავლობდა.

2000 წელს ის თურქეთში, ქალაქ მარმარისში დაბრუნდა. აქ უნივერსიტეტში ჩაირიცხა და 2007 წელს დაასრულა. 2002 წელს, პროდიუსერმა აბდულაჰ ოგუზმა უგრანჯიოღლუ აღმოაჩინა და საკუთარ სერიალში ძალების მოსინჯვა შესთავაზა. ქაანი ქასთინგზე მივიდა და როლზეც დაამტკიცეს.

Image result for kaan urgancıoğlu sevgilisi