PSP-მ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს ჯილდო „სტივი ევორდსი“ მიიღო

თბილისი (BPI) – ქართულმა კომპანია PSP-მ საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოვება „სტივი ევორდსზე“ ნომინაცია „წლის საუკეთესო რებრენდინგი“ გაიმარჯვა.

ამასთან დაკავშირებით, კომპანია  PSP პრესკონფერენციას სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ 13 სექტემბერს 13:00 საათზე (მისამართი: თავისუფლების მოედანი 4) გამართავს.

პრესკონფერენციას წარუძღვებიან PSP ჯგუფის“ გენერალური დირექტორი გოჩა გოგილაშვილი და PSP-ს მარკეტინგის დირექტორი თორნიკე გურული.