“PSP ჯგუფი” კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსს” აფართოებს

თბილისი (BPI) – “PSP ჯგუფი” კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსს” აფართოებს. როგორც “PSP ჯგუფის“ გენერალური დირექტორი გოჩა გოგილაშვილი BPI-თან განმარტავს, კლინიკა ორთაჭალაში “ნიუ ჰოსპიტალსის” ტერიტორიაზე შენდება.

სამშენებლო სამუშაოები 14 თვეში დასრულდება და კლინიკა 9000 კვ მეტრ ფართს დაიკავებს. გაფართოებულ კლინიკაში მომხმარებელს ახალ სერვისებს შესთავაზებს.

კლინიკა 2011 წელს ამოქმედდა. მის მშენებლობაში “PSP ჯგუფმა” 23 მლნ ევროს ინვესტიცია ჩადო.

“ნიუ ჰოსპიტალსი” არის მრავალპროფილური ჰოსპიტალი, იგი აღჭურვილია თანამედროვე, ევროსტანდარტების ლაბორატორიითა და დანადგარებით. კლინიკაში დღეს მოქმედებს 16 განყოფილება და 150 საწოლზეა გათვლილი. დღეისათვის კლინიკას 700-მდე თანამშრომელი ჰყავს. ჰოსპიტალში ხორციელდება სტაციონარული და ამბულატორიული სერვისები. კლინიკა თანამშრომლობს ევროპის საავადმყოფოებთან და სპეციალისტებთან.