“პროკრედიტ ბანკმა“ EIB და EIF -თან საგარანტიო ხელშეკრულებები გააფორმა

თბილისი (BPI) – „პროკრედიტ ბანკმა“ EIB და EIF -თან ერთობლივად, პირველ საგარანტიო ხელშეკრულებების გაფორმებაზე განაცხადა, პროკრედიტ ჰოლდინგთან და მის შვილობილ კომპანიებთან, € 100 მლნ საინვესტიციო პორტფელით.
შეთანხმება, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში დაფინანსებაზე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმისაწვდომობას ზრდის, თითოეულ სესხზე 70%-იანი გარანტიით.

ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს წევრმა ბორისლავ კოსტადინოვმა განაცხადა, რომ პროკრედიტი პირველი საბანკო ჯგუფია, რომელმაც EU4Business ინიციატივის ფარგლებში პირველი ხელშეკრულებები გააფორმა
„მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა EIB ჯგუფის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან ეკონომიკურ ზრდას, ინოვაციებსა და დასაქმებას უწყობს ხელს. საგარანტიო ხელშეკრულებები იმ ქვეყნების ბიზნესსექტორთან დაგვაკავშირებს, რომლებმაც ევროკავშორთან ასოცირების შეთანხმებები გააფორმეს“, – აღნიშნავს ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB)ის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი.