„პროკრედიტ ბანკმა“ ფილიალების მუშაობის ხანგრძლივობა შეამცირა

თბილისი (BPI) – „პროკრედიტ ბანკმა“ ცენტრალური ფილიალების მუშაობის ხანგრძლივობა შეამცირა.

თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე, მომხმარებელს, ოპერატორები ორშაბათი-პარასკევს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე მოემსახურებიან. 09:30-19.00 სთ-იანი გრაფიკი იცვლება ბათუმის ფილიალისთვისაც, მუშაობას 18:00 სთ-ზე დაასრულებს.

მომსახურების განახლებული რეჟიმი 21 აგვისტოდან  ამოქმედდება. შაბათის გრაფიკი შენარჩუნდება. მომხარებელს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, 10:00-14:00 სთ-მდე მოემსახურებიან. ზუგდიდსა და გორში მხოლოდ თვითმომსახურების 24/7  ზონა  იქნება ხემისაწვდომი.

ამ დროისთვის ბანკი, თბილისსა და რეგიონებში, სულ, 8  განყოფილებით არის წარმოდგენილი.

 

H1/2016

 

აქტივები 1 216 244 000
სესხები    893 633 319
დეპოზიტები    662 383 501
მოგება    6 534 000

წყარო:კომერციული ბანკი