პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება მოუწევს

თბილისი (BPI) – მთავრობაში უკვე დაგეგმილი და დაანონსებული საკადრო-სტრუქტურული ცვლილებები მთავრობის შემადგენლობისთვის პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების აუცილებლობას იწვევს.

საქართველოს კონსტიტუციით, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით განახლება და სამთავრობო პროგრამა ნდობის მისაღებად პარლამენტს უნდა წარედგინოს. პრეზიდენტს მთავრობის პარლამენტში წარსადგენად 1 კვირა აქვს.

პრემიერმა კვირიკაშვილმა მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ უკვე განაცხადა. დაგეგმილია რამდენიმე უწყების შერწყმა-გაუქმება. რამდენიმე მინისტრი პორტფელის გარეშე დარჩა, რამდენიმემ კი პოზიცია გაიუმჯობესა და გაერთიანებული უწყების პოსტს ჩაიბარებს.