პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი IV კვარტალში ეკონომიკის 4,1%-იან ზრდას ელის

თბილისი (BPI) – პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი 2017 წლის IV კვარტალში ეკონომიკის 4,1%-იან ზრდას ელის.

ეს მაჩვენებელი 1,4%-ული პუნქტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ოფისის ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2017 წლის III კვარტლისთვის 4,3%-ს შეადგენდა. “საქსტატის” მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 4,4%-ს მიაღწია.