ოთარ ძიძიკაშვილი დეპოზიტების დაზღვევის ფონდში პირველ წელს 12-13 მლნ-ის აკუმულირებას ელის

თბილისი (BPI) – დეპოზიტების დაზღვევის ფონდის  რესურსის დასაბანდებელი ბაზა შეზღუდულია. შესაძლებელია მხოლოდ იმ ფასიან ქაღალდებში, რომლის ემიტენტი სახელმწიფოა ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი. ბონდი უნდა იყოს სუვერენული ამასთან მხოლოდ  მაღალი საინვესტიციო ქულებით.

დეპოზიტების დაზღვევის  სააგენტოს ხელმძღვანელმა ოთარ ძიძიკაშვილმა  სებ-ის და კომერციული ბანკების მენეჯერებთან  გამართულ შეხვედრაზე პირველ წელს ფონდში 12-13 მლნ-ის აკუმულირების მოლოდინზე  განაცხადა.

ფონდში ფული, სადეპოზიტო ნაშთებიდან ბანკების ყოველთვიური  გადარიცხვებით დაგროვდება, ლარის დეპოზიტზე 0.067% და სავალუტოზე 0.1%-ის ანარიცხებით.   დაზღვევის პირველ წელს მხოლოდ საცალო ანაბრები იზღვევა, 5 000 ლარამდე,   ვალუტის შეუზღუდავად. სამომავლოდ ამავე სასტარტო მოცულობით  იურიდიული პირების დეპოზიტებიც  დაეზღვევა.

სისტემა იანვრიდან ამოქმედდება.  ფონდი ყველა ბანკის ₾100 000-₾100 000-ის შენატანით ფუძნდება, სახელმწიფოს ამავე მოცულობის თანამონაწილეობით, ადმინისტრაციული ხარჯებისთვის.