ოთარ დანელია PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე წარადგინეს

თბილისი (BPI) – შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ოთარ დანელია PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე წარადგინეს, -გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

კენჭისყრა 29-30 ნოემბერს PABSEC-ის ყოველწლიურ, რიგით 50-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება.

მონაწილეობას ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოს, საბერძნეთის, მოლდოვის, რუმინეთის, სერბეთის, თურქეთისა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლები მიიღებენ.

უკრაინაში, ქ. კიევში მიმდინარე პლენარული სესიის ფარგლებში PABSEC-ის საკომიტეტო მოსმენები, ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომები გაიმართა. დელეგაციის ხელმძღვანელის ოთარ დანელიას განცხადებით, მუდმივმოქმედი კომიტეტის განხილვის ძირითად თემას ასამბლეის 25-ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები წარმოადგენდა. როგორც მან აღნიშნა, დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარეების სამიტი და ბიზნეს ფორუმი. მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბი ხელმძღვანელობდა.