ოქტომბერში საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა

თბილისი (BPI) – ოქტომბერში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტი შემცირდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ოქტომბერში იმპორტირებულია 97,1 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები, რაც 12,4 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით და 18,5 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით.

მათ შორის, 2017 წლის ოქტომბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  50,7  ათასი ტონა (კლება  წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 7,8 ათასი ტონით, ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით – 6 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 46,4 (კლება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 4,6  ათასი ტონით, ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით – 12,5 ათასი ტონით)  ათასი ტონა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოშიბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 36,4  ათასი ტონა ანუ 71,8%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი – 14,2 ათასი ტონა ანუ 28%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი – 0,1 ათასი ტონა ანუ 0,2%.

დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის ოქტომბრისთვეში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 46,2 ათასი ტონა ანუ 99,6%, L-62 დიზელის საწვავი – 0,2 ათასი ტონა ანუ 0,4%.

ქვეყნების მიხედვით 2017 წლის ოქტომბრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა  რუმინეთიდან – 28,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,7%-ს შეადგენს.

შემდეგ მოდიან: რუსეთი – 24,3 ათასი ტონა (25%),  აზერბაიჯანი  – 24,0 ათასი ტონა (24,7%),  თურქმენეთი – 8,5 ათასი ტონა (8,8%), ბულგარეთი  – 8,3 ათასი ტონა (8,6%), საბერძნეთი –  3,1 ათასი ტონა (3,2%).