ნოემბერში ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა

თბილისი (BPI) – საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტი ნოემბერში წინა თვესთან შედარებით 1,7 ათასი ტონით, 95,4 ათასი ტონამდე შემცირდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, იანვარ-ნოემბერში სულ ქვეყანაში იმპორტირებულია 979,1 ათასი ტონა ბენზინი და დიზელის საწვავი, რაც 78,2 ათასი ტონით  ანუ 7.4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ნოემბრის სტატისტიკის მიხედვით, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  47,5  ათასი ტონა (კლება  წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 3,2 ათასი ტონით), დიზელის საწვავის იმპორტმა – 47,9 ათასი ტონა (მატება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 1,5  ათასი ტონით).