ნინო ლომჯარიამ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი დატოვა

თბილისი (BPI) – აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო ლომჯარიამ თანამდებობა დატოვა.

ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეიდან ასრულებს  სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუშაობას.

“მადლობელი ვარ იმ არაჩვეულებრივი გამოცდილებისთვის, რაც ამ სამსახურში შევიძინე, ყოფილი გენერალური აუდიტორის, რომელმაც საქმიანობაში სრული ნდობა და თავისუფლება მომანიჭა, ყველა პროფესიონალის, ვისთანაც ვმუშაობდი, საერთაშორისო ორგანიზაციების და დონორების, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვედგნენ, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების… ამაყი ვარ იმ მიღწევებით, რასაც ჩემი 10 თვიანი მუშაობის პერიოდში მივაღწიეთ ერთად! მჯერა, რომ ვიმუშავე ყველაზე პროგრესირებად და თანამედროვე საჯარო სამსახურში საქართველოში! რაც შეეხება ჩემ მომავალ გეგმებს, იმედია მომეცემა შესაძლებლობა ვიმუშაო აქტუალურ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მზად ვარ ნებისმიერი საინტერესო შემოთავაზება განვიხილო”, – წერს ნინო ლომჯარია.

აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ირაკლი მექვაბიშვილი მუშაობას ახალ თანამდებობაზე გასულ კვირას შეუდგა.