ნარმანია არ აკონკრეტებს აუდიტის სამსახურში გადაინაცვლებს თუ ელჩად წავა გერმანიაში

თბილისი (BPI) – საშემოდგომოდ, 100 000 ხის დარგვაზე ტენდერი, რამდენიმე ლოტად გამოცხადდება.

დედაქალაქის მერმა უფლებამოსილების ვადაში მილიონიანი დაპირების შესრულებაზე განაცხადა და არ დააკონკრეტა, ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოში დარჩება და აუდიტის სამსახურში გადაინაცვლებს თუ გერმანიაში წავა, საქართველოს ელჩად.

„მაესტროს“ განახლებულ ეთერში დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მისი მერობისას დარგული ხეების რაოდენობა 1 მლნ-ს შემოდგომაზე მიუახლოვდება. ასევე საგაზაფხულო აქტივობის შესახებ აღნიშნა, 20 000 ნერგის დარგვაზე, ასევე ვერეს ხეობის მიმდებარედ, დენდროლოგიური და ზოოპარკის ხის საფარით განახლებაზე.