მთავრობამ ლარის გაუფასურების მიზეზები ახსნა და პოზიტიური პროგნოზი გააკეთა

თბილისი (BPI) – მთავრობამ ლარის გაუფასურების მიზეზები ახსნა და პოზიტიური პროგნოზი გააკეთა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ბოლო წლების რეალობაზე განაცხადა, მე-4 კვარტალში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვის პრაქტიკაზე. რაც შესაბამისი მოლოდინებით აიხსნება. მან მოლოდინების მართვის საჭიროებაზეც აღნიშნა.

რიგითი მოქლაქეების და ბიზნესის ქცევის  ახალი ტრადიცია  2014 წლიდან იღებს სათავეს, როცა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მკვეთრად დაეცა და მთელი რეგიონი მოიცვა.

კაკურიძემ მომავლის პოზიტიურ ტრენდზეც ისაუბრა,  მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 8%-ზე ნაკლებია, წინასწარი ინფორმაციით, ექსპორტის 30%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც სხვა ფუნდამენტურ ფაქტორებთან ერთად ლარის დასტაბილურობას წაახალისებს.