Government Debt Puzzle Showing Nation Penniless And Bankrupt

მთავრობა სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიაზე მუშაობს

თბილისი (BPI) – მთავრობა სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიაზე მუშაობს, გენერალური აუდიტორის რეკომენდაციის შესაბამისად.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას, ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა, რომ სტრატეგიას წლის ბოლომდე განიხილავენ.

აღნიშნა, რომ ვალის მოცულობა კურსის გაუფასურების გამო 20/20 სტრატეგიით განსაზღვრულ 40%-ს გადააჭარბა.

ბიუჯეტის პროექტს, მე-3 მოსმენით წარდგენისას, მთავრობამ რამდენიმე დოკუმენტი უნდა  დაურთოს: 1) დაშვებებსა და პროგნოზებს შორის სხვაობაზე დეტალური ინფორმაცია; 2) პარამეტრების შეუსრულებლობის შემთხვევისას, გასატარებელი ღონისძიებების ნუსხა;  3) სახელმწიფო საწარმოების ფისკალური რისკების ანალიზი,  სესხის აღების მომენტისთვის თუ ბიუჯეტიდამ დაფინანსებაა განსაზღვრულია, მაშინ ასეთი პორტფელი სახელმწიფო ვალის პორტფელში ჩაითვლება.

აუდიტორის დასკვნით, აუდიტის სახელმწიფო  სამსახურის შენიშვნები გათვალისწინებულია ძირითად შეფარდებებში, ხარჯების და არასაფინანსო აქტივების ზრდა მშპ-ს 30%-ს არ უნდა აღემატებოდეს;  დეფიციტი, 3%-ს და  სახელმწიუფო ვალი 60%-ს. კანონმდფებლობით გაიწერება  სარეზერვო ფონდის რესურსების მართვის პირობები.

2018 წლის ბიუჯეტის  გადამუშავებული პროექტის მიმართ შენიშვნები არ გააჩნია  ცენტრალურ ბანკს. სებ-ის ვიცე- პრეზიდენტმა  არჩილ მესტვირიშვილმა  პარლამენტის  სხდომაზე განაცხადა, რომ  ბიუჯეტი  ინფლაციის რისკებს არ შეიცავს. პროექტის  წინა ვერსიასთან  შედარებით შემოსავლები 95 მლნ -ით,  ხარჯები 25 მლნ-ით  იზრდება,  რაც იმას ნიშნავს, რომ  დეფიციტი 56 მლნ-ით  იკლებს, 1.258  მლნ-მდე და დეფიციტი  მშპ-სთან  3%-ით განისაზღვრება ( სავალუტო ფონდთან შეთანხმებული  პროგრამით გათვალისწინებული მეთოდოლოგიით;  სტატისტიკრი მეთოდოლოგიით   -1.4%.