მთავრობა საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს აანონსებს

თბილისი (BPI) – მთავრობა საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს გეგმავს.

მთავრობის ადმინისტრაციამ ცვლილებები უკვე დაანონსა. პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში (მე-12 სართულზე), დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს, 11:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.

მთავრობაში ცვლილებების შესახებ უკვე აქტიურად საუბრობენ მედიაშიც. სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას, რომ გაუქმდება რამდენიმე სამინისტრო. ცვლილებები განხორციელდება მინისტრთა კაბინეტშიც, საუბარტია, რამდენიმე მინისტრის სხვა პოზიციაზე გადანაცვლებაზე, ზოგიერთის კი თანამდებობიდან გათავისუფლება.