მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმელი – ფასი $15 მლნ-ია

თბილისი (BPI) – ბრიტანელმა დიზაინერმა დები უინგემმა, რომელიც ცნობილია როგორც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნივთების შემქმნელი, დედამიწაზე ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმლი შექმნა და მისი პრეზენტაცია დუბაიში გამართა. ფეხსაცმლის ღირებულება 55 მლნ დირხამია, ანუ დაახლოებით 14,9 მლნ დოლარი.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაწყობილია 1000-ზე მეტი ბრილიანტისა და პლატინის თვლით.

ფეხსაცმლის გაფორმებისთვის გამოყენებული 2 ბრილიანტის ქვის ღირებულება საერთო ჯამში 4,4 მლნ დოლარია.

დიზაინერმა ფეხსაცმელი კერძო კლიენტის დაკვეთით შექმნა.

დიზაინერი მიიჩნევს, რომ ბევრი ძვირფას სიმდიდრეს წლობით აგროვებს და მის გამოყენებას 2-3 ჯერ თუ ახერხებს, ხოლო მას შეუძლია ამ ძვირფასეულობისგან შექმნას ნივთები, რომელთა გამოყენებაც და მისით ტკბობა ყოველ დღე შეიძლება.

აღსანიშნავია, რო ამავე დიზაინერის ბალანსზეა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კაბისა და ტორტის შექმნაც.