მსოფლიოში იაპონური რესტორნების რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა

თბილისი (BPI) – ბოლო ათი წლის განმავლობაში იაპონური რესტორნების რაოდენობა მსოფლიოში 10-ჯერ გაიზარდა და 120 ათასს გადააჭარბა.

როგორც იაპონიის ნაციონალურ ტურისტულ ორგანიზაციაზე დაყრდნობით უცხოური მედია წერს, ყველაზე ბევრი იაპონური სამზარეულო,  დაახლოებით 41 ათასი ჩინეთში გაიხსნა, 23 ათასი იაპონური რესტორანი ამოქმედდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მესამე ადგილზე საფრანგეთია.

ამ ქვეყნის საზოგადოებრივი კვების ობიექტებს 3 600 იაპონური რესტორანი შეემატა. სპეციალისტები ამ ფაქტს მსოფლიოში ტურისტებს შორის იაპონური სამზარეულოს მზარდი პოპულარობით ხსნიან.