მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო თვითმფრინავები

თბილისი (BPI) – ავიაცია მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტადაა მიჩნეული. hyser.com.ua-მ გამოაქვეყნა მსოფლიოში ყველაზე კარგი რეპუტაციის მქონე  თვითმფრინავების „ტოპ-7“.

  1. Boeing 777

ავიალაინერის წარმოება 1995 წლიდან დაიწყო. წარმოების დაწყებიდან დღემდე Boeing 777 ავიაკატასტროფაში არ მოყოლილა. იყო შემთხვევები მისი გატაცების, ჩამოგდების მაგრამ თავად თვითმფრინავები გამართულად მუშაობდა.

Картинки по запросу boeing 777

  1. Airbus A340

Airbus A340-ის წარმოება 1993 წლიდან დაიწყო და მის ბალანსზე 5 ავარიაა. საყურადღებოა, რომ ამ ავარიების შედეგად მგზავრები არ დაზარალებულან.

  1. Airbus A330

Airbus A330-ს ბალანსზე სამი მასშტაბური ავარიაა. პირველი ავარია ტულუზაში 1994 წელს მოხდა, რომლის შედეგადაც ეკიპაჟის შვიდივე წევრი გარდაიცვალა. 2009 წელს კი Airbus A330 ატლანტიკის ოკეანეში ჩავარდა და 228 მგზავრი დაიღუპა, ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია. 2005 წელს Airbus A330-მა კატასტროფა ტრიპოლში აეროპორტში დაშვებისას განიცადა, დაიღუპა 103 ადამიანი.

Картинки по запросу Airbus A330

  1. Boeing 747

Boeing 747-მა 1970 წლიდან 18 ავიაკატასტროფა განიცადა.  ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა Boeing 747-მა 1985 წელს ტოკიოსთან განიცადა, რისი მიზეზიც უხარისხო შეკეთება იყო: პილოტებმა მართვა დაკარგეს და მთას შეეჯახნენ. შედეგად დაიღუპა 520 ადამიანი.

  1. Boeing 737 NG

Boeing 737- ეს არის ყველაზე მასიურად გამოყენებადი, თანამედროვე საფრენი საშუალება. მისი ექსპლუატაციაში გაშვებიდან (1993 წელი) დღემდე დაფიქსირებულია 3 ავიაკატასტროფა.

  1. Boeing 767

Boeing 767 -ეს ყველაზე პოპულარული თვითმფრინავებია ავიაკომპანიებში, რომლებიც ბევრ მგზავრს ემსახურება. Boeing 767-ის ბალანსზე 17 ავიაკატასტროფა და 851 დაღუპული მგზავრია.

  1. Airbus A320

Airbus A320-ის წარმოება 1988 წლიდან დაიწყო და ის საკმაოდ საიმედო საფრენი საშუალებაა. მისი რეპუტაცია მხოლოდ 2015 წელს შეირყა, როდესაც პილოტმა კანადაში ლაინერი უხეშად დასვა, რის შედეგად 23 მგზავრმა ტრამვა მიიღო.

Картинки по запросу  Airbus A320