Moody’s -მა წამყვან ქართულ ბანკებს საკრედიტო რეიტინგი გაუზარდა

თბილისი (BPI) – სარეიტინგო სააგენტო Moody’s -მა წამყვან ქართულ ბანკებს საკრედიტო რეიტინგი გაუზარდა. საუბარია საქართველოს ბანკსა და თიბისი ბანკზე. ბანკების რეიტინგის ცვლილებაზე გავლენა იქონია Moody’s-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებამ.

ორივე ქართულ ბანკს საკრედიტო რეიტინგები, ადგილობრივ ვალუტაში Ba3-დან Ba2 დონემდე, უცხოურ ვალუტაში კი, B1-დან Ba3-მდე გაეზრადა. პროგნოზი “სტაბილური”.

შეგახსნებთ, რომ Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი რამდენიმე დღის წინ Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა, პროგნოზით – “სტაბილური”. ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი (Ba3) 2010 წლის შემდეგ პირველად გაუმჯობესდა.