მოლაპარაკე ქუდები ჯეოსელისგან! (ვიდეო)

თბილისი (BPI) – სადაც წახვალ იქაური ქუდი კარგია, მაგრამ როუმინგი აქაური ჯობია. კრეატიულმა სააგენტო ლივინგსტონმა და ჯეოსელმა თბილისისაეროპორტში ქუდები აალაპარაკეს.

თბილისის აეროპორტში ჯეოსელის როუმინგის სტენდთან უჩვეულო ქუდები დაგხვდება: ბრიტანული, ფრანგული, უკრაინული, ვიკინგური,თურქული, ჩინური, ჯადოსნური – ჰარი პოტერის, ინდიელების…

როდესაც  რომელიმე მათგანს  დაიხურავ, მაშინვე ლაპარაკს დაგიწყებს და თავისი ქვეყნის ამბებს მოგიყვება. ბოლოს გაგაფრთხილებს, რომ შენსგაფრენამდე ჩიტი გამოფრინდება და ფოტოს გადაგიღებს, რომელიც ავტომატურად Roaming.ge-ზე აიტვირთება.

კამპანია მოგზაურობის მოყვარულ მომხმარებელზეა ორიენტირებული და მათ ჯეოსელის როუმინგის უპირატესობებს აცნობს.

marketer.ge