მოითხოვე ქართული – მედიათეკების გაერთიანება ქართული პროდუქციის გამოფენას უმასპინძლებს

თბილისი (BPI) – თბილისის მედიათეკების გაერთიანება (ვაკის პარკი, ჭავჭავაძის 76) ქართული პროდუქციის გამოფენას 13 ნოემბერს, 16:00 საათზე უმასპინძლებს. გამოფენის პარალელურად დაგროვებითი ბარათის “მოითხოვე ქართული” ფარგლებში მორიგი გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

გამარჯვებულებს ქართული პროდუქციის ერთგული მომხმარებლის სერტიფიკატს საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერით გადასცემს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი. გამარჯვებულები, ასევე, მიიღებენ სპეციალურ პრიზებს 40-ზე მეტი ქართული კომპანიისგან.

დაგროვებითი ბარათი “მოითხოვე ქართული” არის საქართველოში პირველი პლასტიკური ბარათია, რომელზეც  ქართული პროდუქციის შეძენისას ვირტუალური ქულები – “ქართულები” გროვდება. მომხმარებელთა წახალისებისთვის ბარათზე დაგროვებული ქართულების მიხედვით ტარდება ყოველთვიური კონკურსი თვის ყველაზე მეტი ქართულების ტოპ-ოცეულის გამოსავლენად. მათ შორის გამოვლინდება 5 ყრუ პირი, რომელთაც ყველაზე მეტი ქართულები დააგროვეს ბარათის ფარგლებში.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც დამზადდა დაგროვებითი ბარათი და ტარდება გამოფენები, მიზნად ისახავს კომპლექსურად იმუშაოს მეწარმეთა მარკეტინგულ მხარდაჭერაზე, პროდუქციის გაყიდვების ზრდაზე და მომხმარებლის წახალისებაზე.

პროექტის პარტნიორია 100 კომპანია.

პროექტს ახორციელებს ააიპ მოითხოვე ქართული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით. ორგანიზაცია გამოფენებს აწყობს, ასევე, საზღვარგარეთ სლოგანით “მოითხოვე ქართული ყველგან”, გამოსცემს ქართული პროდუქციის კატალოგს, აკეთებს პარტნიორი კომპანიების პროდუქციის მარკეტინგულ მხარდაჭერას სოციალურ მედიაში.

ქართული პროდუქციის გამოფენას და დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორი კომპანიები, დაინტერესებული პირები, მედია.

 

დღის წესრიგი:

გამოფენის გახსნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი 16:00
პროექტის შედეგების პრეზენტაცია ააიპ ,,მოითხოვე ქართული” ხელმძღვანელი ირაკლი შაკიაშვილი 16:15
პარტნიორი კომპანიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ააიპ ,,მოითხოვე ქართული” ხელმძღვანელი ირაკლი შაკიაშვილი 16:20
რატომ უნდა მოვითხოვოთ ქართული გოგა ჩანადირი, ირინა ონაშვილი, 16:30
პროექტის შეფასება ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე, 16:40
ერთგული მომხმარებლის დაჯილდოება (სერტიფიკატების და საჩუქრების გადაცემა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ააიპ ,,მოითხოვე ქართული” ხელმძღვანელი ირაკლი შაკიაშვილი 16:50
ქართული პროდუქციის დეგუსტაცია-გაყიდვა, მედია ტური 17:00-დან