მოდი 12-ში ლოკომოტივზე და უგულშემატკივრე ბორჯღალოსნებს (ვიდეო)

თბილისი (BPI) – #მოდი 12-ში ლოკომოტივზე და უგულშემატკივრე ბორჯღალოსნებს!

ხვალ, საქართველოს რაგბის ნაკრები იაპონიის ნაკრებს მასპინძლობს. ნოემბრის ტესტ-მატჩებიდან პირველი თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივარს სტადიონზე მისვლა ორი საათით ადრე შეეძლება.

 

 

ბორჯღალოსნებს ნოემბერში სამი ტესტ-მატჩი აქვთ ჩასატარებელი, აქედან ორი შეხვედრა იაპონიასთან და სამოასთან თბილისში გაიმართება, ხოლო მესამე, შოტლანდიასთან – 26 ნოემბერს, ქალაქ ქილმარნოში.  2016 წელს საქართველოს ნაკრებმა რვა თამაში ჩაატარა – 7 მოგება და ერთი ფრე. შედეგად გუნდმა მსოფლიო რეიტინგში 11-ე ადგილზე გადაინაცვლა. გუნდი მიზნად ისახავს წლის დაუმარცხებლად ჩამთავრებას და მსოფლიოს მოწინავე ათეულში დამკვიდრებას.