მინისტრი: ვნახოთ კომენტარები, პოსტები ლარზე და ვნახავთ ვინ აჩენს უარყოფით მოლოდინებს

თბილისი (BPI)  – ბევრჯერ დაისვა კითხვა ვინ  აჩენს უარყოფით მოლოდინებს ამ ქვეყანაში. პასუხია ძალიან მარტივი. მოდით, ვნახოთ ვინ აკეთებს უარყოფით კომენტარებს, ვინ დებს პოსტებს და შესაბამისად პასუხსაც ვნახავთ, – ფინანსთა მინისტრს, როგორც თავად თქვა, არ ჰგონია უარყოფითი მოლოდინების სხვა წყარო სადმე იყოს.

გარდა იმისა, რომ 2018 წლის ბიუჯეტი  ვერც ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს და ვერც ლარის ვარდნას შეაჩერებს, ოპოზიციამ დიმიტრი ქუმსიშვილი ხალხში „ლარიფობიის“ ჩანერგვაშიც დაადანაშაულა.

მთავარი ბრალდებელი, თავისი კალკულაციით, ოპოზიციის მთავარი ფინანსისტი რომან გოცირიძე იყო, რომლის არგუმენტს, ბანკებისთვის  ₾1.780 მილიარდის გაცემით, ლარის გაუფასურების წახალისებაზე, დიმიტრი ქუმსიშვილმა კონტრარგუმენტი მიაგება, რომ სახაზინო ოპერაციებით ფულის მასაზე ზემოქმედების კოეფიციენტი არათუ დადებითი და თანაც მაღალი, არამედ  მინუსითაა და -100 მლნ-ს არ აღემატება.

ლარიზაციაში დახარჯული დროის და ფულის ამაოდ ხარჯვის საწინააღმდეგოდ კი სესხების დედოლარიზაციის პოზიტიური ტრენდი მოიხმო, სრული გალარების პერსპექტივით.

მან სიღარიბის დაძლების 2009-2016 წლის სტატისტიკაც წარმოადგინა: სიღარუბის ზღვარს მიღმა 2009 წელს იყო მოსახლეობის 33%; 2010წ-36%; 2011წ -32%; 2012 წ-28.9%;  2016-  21.3% .