მიხაელ როტი: გერმანია დარჩება თქვენს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორად ევროპაში

თბილისი (BPI) – ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაელ როთის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო.

ღონისძიებას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰაიკე ფაიჩიმ უმასპინძლა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაელ როთმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა.

“მინდა გერმანიის მთავრობისა და პარლამენტის სახელით დიდი მადლობა გადაგიხადოთ მჭიდრო მეგობრობისთვის. გარწმუნებთ, რომ გერმანია დარჩება თქვენს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორად ევროპაში. მოდით ავაშენოთ მეტი ხიდი ჩვენს საზოგადოებებს შორის. განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობებს შორის, რომლიც დაფუძნებული იქნება საერთო ფასეულობებზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და კულტურაზე,“ – აღნიშნა მიხაელ როტმა.