მგზავრების ინფორმაციით, სტამბოლი-თბილისის რეისის თვითმფრინავს მეხი დაეცა

თბილისი (BPI) – სტამბოლი-თბილისის რეისს აფრენიდან რამდენიმე წუთში, უამინდობის გამო, პრობლემები შეექმნა და უკან, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში დაბრუნდა, – ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს. 

როგორც ტელეკომპანიას ერთ-ერთმა მგზავრმა, კოტე მათითაშვილმა განუცხადა, თვითმფრინავს აფრენიდან რამდენიმე წუთში მეხი დაეცა. მისივე ინფორმაციით, მგზავრებს შორის საქართველოს რამდენიმე მოქალაქეა და მომხდარის შედეგად, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი არცერთი ადამიანი არ დაშავებულა. 

სტამბოლი-თბილისის რეისის მგზავრები დაახლოებით ოთხსაათნიანი შეფერხების შემდეგ, თბილისში დაბრუნდნენ.

მგზავრები ამბობენ, რომ თვითმფრინავი უკან, ათათურქის აეროპორტში დაბრუნდა, დაახლოებით ოთხსაათიანი ლოდინის შემდეგ კი, თბილისში სხვა რეისით გამოფრინდნენ.