მეიდანზე დეკემბერში ნაძვის ხეების ფესტივალი გაიმართება

თბილისი (BPI) – ძველ თბილისში, მეიდანზე 23 და 24 დეკემბერს ნაძვის ხეების ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალი ტრადიციულად “მეიდან ივენთსის” ორგანიზებით, ჩატარდება და წარმოდგენილი იქნება:
🎄 ორიგინალური ნაძვის ხეები ❄
🎄 ჩატარდება საახალწლო გამოფენა-გაყიდვა, სადაც შეძლებთ საოცარი საახალწლო ხელნაკეთი ნივთების, სამკაულების, სათამაშოების და აქსესუარების შეძენას.
🎄 უამრავი ტკბილეული და გემრიელობა, ჩურჩხელები, გოზინაყი, ცხელი გლინტვეინი, ჩაი, შოკოლადები და ა.შ.
🎄 დღის ბოლოს გრანდიოზული ფოიერვერკი.

თქვენს განწყობაზე ყველასთვის საყვარელი საახალწლო თემატიკის მუსიკა მთელი დღის განმავლობაში იზრუნებს .